Book Charter

ჩვენ შესახებ

+35799068237

Company

ჩვენ შესახებ

„ლიც რეზორტი“ - ხუთ ვარსკვლავიანი სასტუმრო - მდებარეობს ბათუმთან ახლოს, კვარიათის მთაზე, ზღვის დონიდან 370 მ სიმაღლეზე.(

ეს 16 დონიანი შენობა იმდენად ორგანულად არის შერწყმული მთის კონტურთან, რომ შორიდან მხოლოდ თანამედროვე „სვანური“კოშკია შესამჩნევი. შენობა მთის კიდეზეა განლაგებული და არაჩვეულებრივ, 360° -იან ხედს იძლევა ქალაქ რიზე-დან ( თურქეთი) ბათუმამდე, ხოლო კარგ ამინდში მთელი კავკასიონის ქედის დათვალიერებაა შესაძლებელი. რეზორტი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან 10 კმ-ით არის დაშორებული, აქვს სტუმრების აეროპორტიდან ტრანსპორტირების სერვისი და აქვს საკუთარი ჰელიპორტიც.

აქაური ჰავა არის ზღვისა და მთის ჰაერის ნაზავი, რაც ზაფხულში 7 -8°C-ით უფრო გრილ და ნაკლებად ნესტიან გარემოს განაპირობებს. აქ ყოველთვის უბერავს სასიამოვნო ზღვის ნიავი, რაც დამსვენებლებისთვის დამატებით კომფორტს ქმნის.

სასტუმროს ყველა - 101 ოთახს აქვს ზღვის სრული ხედი, ზოგ ოთახს ეს ხედი ორი მხრიდან, ზოგს კი ოთხივე მხრიდან აქვს. რეზორტი გარშემორტყმულია ულამაზესი ტყით, რომელშიც გაყვანილია ფეხით და ცხენით სასეირნო ბილიკები.(2)

ჩვენი მიკროავტობუსები რეგულარულად მოძრაობს ჩვენს ზღვისპირა კლუბამდე, რომელიც კურორტ კვარიათშია, სასტუმროდან 10 წუთის სამგზავრო დისტანციაზე.

სასტუმროს აქვს ავტოფარეხი 40 მანქანაზე, და დამატებით 70-მდე მანქანის განთავსებაა შესაძლებელი ტერიტორიაზე.

 image our vision
 image our values